07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 247-ამდე გაიზარდა. სტიქიის ზონაში არმიის ქვედანაყოფებთან ერთად პოლიციელებისა და მედიკოსთა დამატებითი ჯგუფები ჩავიდნენ.

ისინი სამაშველო ოპერაციებში ჩაერთვებიან. დღეს ქალაქ პესკარა დელ ტრონტოში მაშველებმა 8 წლის გოგო გადაარჩინეს. მან ნანგრევების ქვეშ 15 საათი გაატარა.

ინტენსიური სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს სხვა ქალაქებშიც. ამატრიჩეში მაშველები სასტუმროს ნანგრევებს ამოწმებენ, სადაც მიწისძვრის დროს 35 ტურისტი იმყოფებოდა. 5 მათგანის ცხედარი უკვე იპოვეს. 10 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები