07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
იტალიის ქალაქ ამატრიჩეში ძლიერი ბიძგები განმეორდა

იტალიის ქალაქ ამატრიჩეში ძლიერი ბიძგები განმეორდა, რის გამოც სამაშველო ოპერაცია დროებით შეწყდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.3 მაგნიტუდა იყო. განმეორებითი ბიძგების შედეგად დაზიანებული შენობები ნაწილობრივ ჩამოიშალა. ჩამოინგრა ეკლესიის სამრეკლოც.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური მონაცემი გამოაქვეყნა და ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 241-ია.

სამაშველო ოპერაცია ჯერჯერობით კვლავ გრძელდება, თუმცა შესაძლოა უახლოეს მომავალში შეწყდეს. სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელთა განცხადებით, ნანგრევებში გადარჩენილების პოვნის შანსი ძალიან მცირეა.

კიდევ ერთ დაზარალებულ ქალაქში დღეს დილით მაშველებმა 8 წლის გოგო გადაარჩინეს. მან ნანგრევების ქვეშ 15 საათი გაატარა.

დღის ამბები