09 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
თურქეთში მედიის წარმომადგენლები დააკავეს

თურქეთში მედიის წარმომადგენლების მასშტაბური დაკავებები მიმდინარეობს. სხვადასხვა ქალაქებში სამართალდამცველებმა 14 ჟურნალისტი და პროდიუსერი დააკავეს. უშედეგოდ დასრულდა ოპერაცია სტამბულში, სადაც ერთერთი გამოცემის ჟურნალისტებმა პოლიციას მთავარი რედაქტორის დაკავების საშუალება არ მისცეს.

მედიის თანამშრომლების დაკავებები კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, რომელიც თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე აგორდა. ოპოზიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი გარემოცვა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა კი ოპოზიციისა და მისი მომხრე მედია საშუალებების ქმედებები სახელწმიფო გადატრიალების მომზადების მცდელობად შეაფასა.

დღის ამბები