07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია

ბოლო მონაცემებით, 250-ს მიაღწია იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. უმეტესობა - 200 ადამიანი, ქალაქ ამატრიჩეში დაიღუპა. დაშავებულია 365 ადამიანი.

სამაშველო ოპერაცია დაზარალებულ ქალაქებში უკვე მეორე ღამეა მიმდინარეობს. 5 ათასზე მეტი მაშველი ნანგრევების ქვეშ მოყოლილების პოვნას ცდილობს. სამაშველო ოპერაციას განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები უშლის ხელს.

იტალიის პრემიერმინისტრმა მიწისძვრისგან დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები