07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ძლიერი აფეთქება თურქეთში - არის მსხვერპლი

ძლიერი აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ თურქეთში. სირიის მოსაზღვრე ქალაქ ჯიზრეში პოლიციის შენობა ააფეთქეს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მანქანაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია. სრულიად დანგრეულია პოლიციის შენობა - დაზიანდა ახლომდებარე სახლები.

არის მსხვერპლი, თუმცა ზუსტი მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები