07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 45-ს აჭარბებს. ტერაქტი სირიის მოსაზღვრე ქალაქში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან აფეთქდა. შედეგად მრავალსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა. არ არის გამორიცხული ნანგრევებში ხალხი იყოს მოყოლილი, ამიტომ სამართალდამცველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ძალოვანები მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ.

დღის ამბები