07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ამერიკელმა მეზღვაურებმა სპარსეთის ყურეში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს

ამერიკელმა მეზღვაურებმა სპარსეთის ყურეში სამი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის სამხედრო კატერი ამერიკულ ხომალდებს და ქუვეითის კუთვნილ სამხედრო გემს 200 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა.

ინციდენტი სპარსეთის ყურეს ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა, სადაც ამერიკული გემები პატრულირებას ახორციელებდნენ. კატერის მიახლოვების შემდეგ, ეკიპაჟმა ირანელ კოლეგებთან დაკავშირება სცადა და მანიშნებელი რაკეტების დახმარებით, ტერიტორიის დატოვებაზე მიანიშნა, თუმცა უშედეგოდ.

მსგავსი შემთხვევა სპარსეთის ყურეში რამდენიმე დღის წინაც მოხდა. მომხდარზე კომენტარი უკვე გაკეთდა თეთრ სახლში. ობამას ადმინისტრაციის პრეს სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონისთვის უცნობია თეირანის ქმედების მიზანი და აღნიშნა, რომ მსგავსი ინცინდენტები რეგიონში დაძაბულობას იწვევს.

დღის ამბები