07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ნიკოლა სარკოზი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო

ნიკოლა სარკოზი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩაერთო. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, ამომრჩევლებთან შატორენარში გამართა.

ბოლო პერიოდში საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების ფონზე, ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანია უსაფრთხოებისა და საემიგრაციო პოლიტიკაზეა აგებული. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სარკოზიმ სწორედ არსებულ საფრთხეებზე ილაპარაკა და პირობა დადო, რომ არასდროს იქნება ტოლერანტული მათ მიმართ, ვინც ფრანგ ხალხს, მათ უსაფრთხოებასა და ღირებულებებს უგულვებელყოფს.

ნიკოლა სარკოზიმ ევროპაში მუსლიმანთა ტრადიციულ სამოსზე დაწყებულ კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, მათი აკრძალვის მომხრეა.

დღის ამბები