07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
იტალიის ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიის ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 267-მდე გაიზარდა. ათასობით ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება. ხელისუფლებამ დანგრეული ქალაქების აღსადგენად 50 მილიონი ევრო გამოყო.

გამთენიისას სტიქიის ზონაში მიწისძვრა განმეორდა. ამჯერად ბიძგების სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო. გასული 36 საათის განმავლობაში იტალიის ცენტრალურ რეგიონებში 100-მდე ბიძგი დაფიქსირდა.

ამატრიჩეში ისევე როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ქალაქში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ, თუმცა ძირითადად გარდაცვლილებს პოულობენ.

უკვე დადასტურებულია, რომ გარდაცვლილებს შორის უცხოელებიც არიან. სამი ბრიტანელია, ეძებენ 11 რუმინელსაც, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ, მათი ბედი უცნობია.

ძლიერი მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონებში სამი დღის წინ მოხდა. განსაკუთრებით დააზარალა სამი რეგიონი ლაციო, უმბრია და მარკე. 

დღის ამბები