07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
რუსეთის სამხედრო მეთაურობამ წვრთნებში საზღვაო ძალებიც ჩართო

რუსეთის სამხედრო მეთაურობამ წვრთნებში საზღვაო ძალებიც ჩართო. 15-ზე მეტი სამხედრო ხომალდი შავ ზღვაში გავიდა, 10 გემი კი კასპიის ზღვაში განახორციელებს მანევრებს. საბრძოლო მზადყოფნის მასშტაბური დაუგეგმავი შემოწმება რუსეთმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში გუშინ დაიწყო.

პროცესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებსაც ეხება. ცხინვალის რეგიონში მდებარე ბაზაზე 1000 კაციანი ქვედანაყოფი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს და მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან 200 ერთეულ ტექნიკასთან ერთად, ძარწემის პოლიგონზე გადასხეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება მზარდი საფრთხეების პირობებში, რუსეთის ინტერესების დაცვისთვის შეიარაღებული ძალების მომზადებას უკავშირდება.

მასშტაბური წვრთნების დაწყებას პენტაგონიც გამოეხმაურა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი არსებული შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს დაიცავს და მეზობელ ქვეყნებს ამ ქმედებების მიზანთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

დღის ამბები