07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტი სირიის მოსაზღვრე ქალაქში მოხდა. დანაღმული ავტომობილი პოლიციის შენობასთან აფეთქდა. შედეგად მრავალსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა.

არ არის გამორიცხული ნანგრევებში ხალხი იყოს მოყოლილი, ამიტომ სამართალდამცველები მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა ძალოვანები მომხდარში ქურთ სეპარატისტებს ადანაშაულებენ.

დღის ამბები