07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა. სტიქიით დაზარალებულ ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებამ დანგრეული შენობებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად 50 მილიონი ევრო გამოყო.

პარალელურად, სტიქიის ზონაში მიწისძვრები მეორდება. გამთენიისას ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა. ამატრიჩეში, ისევე როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულ სხვა დასახლებებში, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ, თუმცა ძირითადად გარდაცვლილებს პოულობენ.

დღის ამბები