07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკების მთავარი თემა სირიაში მიმდინარე მოვლენები და უკრაინის კრიზისია.

ოფიციალური მოსკოვი, რომელიც სირიის სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს, ქალაქ ალეპოში 48 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დათანხმდა, თუმცა გაეროს წარმომადგენლები დაპირისპირებული მხარეებისგან უსაფრთხოების გარანტიებს ელოდებიან.

გარიგება ცეცხლის შეწყვეტის გარდა, სირიაში პოლიტიკურ ცვლილებებზე მოლაპარაკების დაწყებასაც ითვალისწინებს. თუმცა, რუსეთისა და ამერიკის სპეციალურ ჯგუფებს შორის დისკუსია ამ თემაზე ჯერ დასრულებული არ არის.

დღის ამბები