07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე პოზიციები შეაჯერეს

ჯონ კერიმ და სერგეი ლავროვმა სირიის საკითხზე პოზიციები შეაჯერეს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მაინც დარჩა. 10 საათიანი მოლაპარაკებების შედეგები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის პირველმა დიპლომატმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს.

ჯონ კერის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, მაგრამ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო. სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ მთავარი და ყველაზე რთული ამოცანა ოპოზიციური ძალებისა და ტერორისტების ერთმანეთისგან გამიჯვნაა.

რაც შეეხება ავიაციის ფრენებს, რომლებიც სირიაში იერიშებს ახორციელებენ, ვაშინგტონი და მოსკოვი ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

დღის ამბები