07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ჩეხეთი და უნგრეთი ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმიის შექმნისკენ მოუწოდებენ

ჩეხეთი და უნგრეთი ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმიის შექმნისკენ მოუწოდებენ. ინიაციატივა ორი ქვეყნის ლიდერებმა ვარშავაში ცენტრალური ევროპის ლიდერების სამიტზე წამოაყენეს.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში ევროკავშირის პრიორიტეტი წევრი ქვეყნების უსაფრთხოება უნდა გახდეს და ამ მიზნის მისაღწევად ერთიანი ევროპული არმია საუკეთესო ელემენტია.

ჩეხეთის პრემიერს მიაჩნია, რომ გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება საკმაოდ რთული პროცესი იქნება, თუმცა ევროკავშირმა საკითხის განხილვა უკვე უნდა დაიწყოს. ინიციატივას პოლონეთის პრემიერმინისტრმაც დაუჭირა მხარი.

ამ თემაზე პირველი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთი წლის წინ გააკეთა. ჟან კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის პირობებში, ერთიანი ევროპული არმია ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდებოდა.

დღის ამბები