07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
უკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი რაკეტა გამოსცადა

უკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი რაკეტა გამოსცადა. ექსპერიმენტი ოდესის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა. საუბარია მიწა-მიწა კლასის რაკეტაზე, რომელსაც მიზნის განადგურება 300 კილომეტრის რადიუსში შეუძლა, მისი აღჭურვა კი ნებისმიერი სახის ქობინითაა შესაძლებელი.

გამოცდას სამხედრო მაღალჩინოსნები და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი დაესწრნენ. ალექსეი ტურჩინოვის განცხადებით, ექსპერიმენტი წარმატებულად დასრულდა და ის უკრაინის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დღის ამბები