07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მუსლიმანთა ტრადიციული საცურაო კოსტიუმის ტარებაზე მოქმედი აკრძალვა შეაჩერა

საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მუსლიმანთა ტრადიციული საცურაო კოსტიუმის ტარებაზე მოქმედი აკრძალვა შეაჩერა. საუბარია რეგულაციაზე, რომელიც შვიდმა ქალაქმა უსაფრთხოების მიზნით, ივლისში შემოიღო და ზღვის სანაპიროებზე მუსლიმ ქალებს ტრადიციული სამოსის ტარებას უკრძალავს.

ახალი რეგულაციის შეჩერების თხოვნით სასამართლოს ადამიანის უფლებების დამცველებმა მიმართეს. მათი განცხადებით, საფრანგეთის ე.წ. ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს.

სარჩელში ნიცაში მომხდარი ინცინდენტიც იყო მოყვანილი, სადაც პოლიციელებმა დამსვენებელს ე.წ. ბურკინის ზედა ნაწილის გახდა აიძულეს. ეს ნაბიჯი სასამართლომ მუსლიმთა უფლებების დარღვევად შეაფასა.

დღის ამბები