09 ოქტომბერი 2024,   16:23
ვრცლად
ბრძოლა საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის წინააღმდეგ

უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის პირველ ხაზზე უკრაინელებთან ერთად ქართველები იბრძვიან. ისინი სხვის ომში დაწყებისთანავე წავიდნენ და ამ დრომდე პოზიციებზე რჩებიან. იმისთვის, რომ დებალცევოდან შორ მანძილზე მდებარე სამხედრო ბანაკებამდე მიხვიდე, რამდენიმე ბლოკ-საგუშაგო უნდა გაირო. უსაფრთხოების გარანტიები აქ უბრალოდ არ არსებობს, ყველა კუთხიდან ისვრიან. ამიტომ სპეცილური ეკიპირების გარეშე გადაადგილება ჟურნალისტებისთვისაც აკრძალულია.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რუსულ ბომბებსა და ტყვიებს უკვე ასობით მებრძოლი შეეწირა.

უკრაინელების გვერდით აკოფებსა და პოლიგონებზე ქართველი მებრძოლები არიან. მათი მისია, უკრაინაში საკუთარი სამხედრო გამოცდილების უკრაინელებისათვის გაზიარებაა. ასწავლიან ბრძოლას და იბრძვიან მათთან ერთად, წვრთნიან პირდაპირ ფრონტზე.

ქართველები მოხალისეები არიან, არ აქვთ ხელფასი არც დახმარება და არც სტატუსი, თუმცა სხვის ომში იდეის გამო წავიდნენ.

რუსულ-უკრაინულ ომში ქართველები რამდენიმე ბატალიონში იბრძვიან. დონცეკში, ლუგანსკში, მარიოპოლში. ყველა ფრონტის წინა ხაზზეა, უკანა რიგებში არცერთი მათგანი არ იბრძვის, ამბობენ რომ ეს სხივის ომი არ არის, ეს საქართველოს ომია, რადგან მტერი ორივე ქვეყანას საერთო ჰყავს.

მშვიდობიანი მოქალაქეების ერთ ნაწილი მხარს უჭერს სეპარატისტებს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი საქართველოს რამდენიმე მოქალაქეც გამოავლინა, რომელიც დღეს პრორუსი სეპარატისტების ინტერესებს იცავს.

 

 

დღის ამბები