07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
მექსიკელი ქუჩის მუსიკოსები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ

მექსიკელი ქუჩის მუსიკოსები გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ. მათ სომბრეროებისგან მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მოზაიკა შექმნეს და კანადელი კოლეგების რეკორდი გააუმჯობესეს.

ყველაზე დიდი მოზაიკის შესაქმნელად მექსიკელებმა 2 ათას 684 სომბრერო გამოიყენეს და კანადელი რეკორდსმენების მაჩვენებელი 654 ცალით გააუმჯობესეს.

ახალი მსოფლიო რეკორდი გვადალაჰარაში დამყარდა, სადაც ქუჩის მუსიკოსების ტრადიციული ფესტივალი იმართება. რეკორდული მოზაიკის ნახვა მსურველებს გვადალაჰარაში ფესტივალის დასრულებამდე შეეძლებათ, რომელიც 4 სექტემბერს დაიხურება.

დღის ამბები