07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
17 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში ძლიერი ხანძრის შედეგად - არიან დაშავებულები

17 ადამიანი დაიღუპა მოსკოვში ძლიერი ხანძრის შედეგად. რუსეთის დედაქალაქში საწყობი დაიწვა. ხანძარი ოთხსართულიანი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც გამომცემლობის საწყობი მდებარეობდა და შემდგომ მთელს შენობაზე გავრცელდა.

მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად რამდენიმე საათი დასჭირდათ, მაშველებმა შენობაში 16 ცხედარი აღმოაჩინეს, 4 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ყველა გარდაცვლილი ყირგიზეთის მოქალაქეა, რომელიც საწყობში მუშაობდა. მათი უმეტესობა კვამლისგან ძილში გაიგუდა.

წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი შენობაში მომხდარი მოკლე ჩართვა გახდა.

დღის ამბები