07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ბანგლადეშში გასულ თვეს მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი მოკლეს

ბანგლადეშში გასულ თვეს მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი მოკლეს. პოლიციამ შტურმით აიღო დაკას გარეუბანში მდებარე შენობა, რომელსაც ისლამისტი მებრძოლები აფარებდნენ თავს.

შეტაკების შედეგად სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი მოკლეს, მათ შორის თავდასხმის ორგანიზატორიც, რომელიც კანადიდან ბანგლადეშში 2013 წელს დაბრუნდა. მებრძოლები დაკას დიპლომატიურ კვარტალში მდებარე კაფეში 1 ივლისს შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

თავდასხმას 20 მძევალი და ორი პოლიციელი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მაშინ დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები