07 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
18 წლის მფრინავი - ავსტრალიელი თინეიჯერი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

ავსტრალიელი თინეიჯერი მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. 18 წლის ლეკლენ სმარტი ყველაზე ახალგაზრდა მფრინავია, რომელმაც დედამიწის გარშემო მარტომ იმოგზაურა.

რეკორდის დასამყარებლად თინეიჯერმა ერთძრავიანი მცირე ზომის თვითმფრინავი გამოიყენა. 54 დღიანი ტურნეს დროს ის მსოფლიოს 15 ქვეყნის 24 წერტილში დაეშვა. რეკორდული მოგზაურობა სმარტმა კვინსლენდის შტატში დღეს დილით დაასრულა.

გინესის რეკორდების კომისიაში აღნიშნეს, რომ დაშვების მომენტში ლეკლენ სმარტი 18 წლის 7 თვისა და 21 დღის იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, რადგან ახალბედა რეკორდსმენი მის წინამორბედზე ზუსტად ერთი წლით უმცროსია. 

დღის ამბები