07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა

იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიაგებენ პატივს. იტალიაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულ 34 ადამიანს, მათ შორის ორ მცირეწლოვან ბავშვს, ქალაქ ასკოლი პიჩენოში ერთდროულად კრძალავენ. ცერემონიას ოჯახის წევრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, იტალიის პრეზიდენტი და პრემიერიც ესწრებიან.

დაზარალებულ რაიონებში კი სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, თუმცა უკვე მესამე დღეა მაშველებს ნანგრევებიდან ცოცხალი არავინ ამოუყვანიათ. სტიქიის ზონაში დღეს ბიძგებიც განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 4 მაგნიტუდის იყო.

დღის ამბები