07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
"საიმედო საზღვრები - საიმედო მომავალი“ - მიგრანტების წინააღმდეგ აქცია ბერლინში

არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ბერლინში. ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის წარმომადგენლები ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეიკრიბნენ და ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტეს.

ისინი აცხადებენ, რომ ახლო-აღმოსაველთიდან და ჩრდილო აფრიკიდან გაქცეული ხალხისთვის გამოცხადებული ღია კარის პოლიტიკა ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება, რადგან მიგრანტების ნაკადთან ერთად, ევროპაში ტერორისტები გადადიან.

პროტესტის ნიშნად რამდენიმე აქტივისტი კარიბჭეზე ავიდა და პლაკატი გაშალა წარწერით -" საიმედო საზღვრები - საიმედო მომავალი." მომიტინგეები კარიბჭიდან პოლიციამ ჩამოიყვანა, თუმცა, ხანმოკლე დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

დღის ამბები