07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
უბედური შემთხვევა ჩინეთის ავია შოუზე - დაღუპულია პილოტი

უბედური შემთხვევა მოხდა ჩინეთის ავია შოუზე. მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც საჩვენებელ ფრენას ასრულებდა, მანევრის დროს ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის შედეგად პილოტი დაიღუპა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მიწაზე დაცემის შემდეგ თვითმფრინავი აფეთქდა, თუმცა ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან თვითმფრინავი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები