07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დღეს ნანგრევებში კიდევ 9 ცხედარი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშველებს გადარჩენილების პოვნის იმედი აღარ აქვთ, ისინი სტიქიის ზონაში მუშაობას არ წყვეტენ.

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვნიან.

ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული, სამთავრობო შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონიას დღეს იტალიის პრეზიდენტი და პრემიერიც დაესწრნენ. მანამდე, პრეზიდენტი სერჟიო მატარელა მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ამატრიჩეში ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

პარალელურად, სტიქიის ზონაში განმეორებითი ბიძგები არ წყდება.

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი.

 

დღის ამბები