07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
მოსკოვში ძლიერი ხანძრის გამომწვევ მიზეზს იძიებენ

მოსკოვში ძლიერი ხანძრის გამომწვევ მიზეზს იძიებენ. საგამოძიებო კომიტეტმა დივერსიის ვერსია გამორიცხა და სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით აღძრა. გამოძიების ვერსიით, საწყობში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

4 სართულიანი შენობა მთლიანად დაიწვა. შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულს მოედო და შემდგომ დანარჩენ სართულებზე გავრცელდა.

მაშველებმა შენობაში 16 ცხედარი აღმოაჩინეს, 4 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ყველა გარდაცვლილი ყირგიზეთის მოქალაქეა, რომლებიც საწყობში მუშაობდნენ. მათი უმეტესობა კვამლისგან, ძილში გაიგუდა.

დღის ამბები