07 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ხანძარი ჩეხეთში - პრაღაში ევროპის ერთერთი ყველაზე დიდი კინოსტუდიის პავილიონი დაიწვა

ხანძარი იყო ჩეხეთში. პრაღაში ევროპის ერთერთი ყველაზე დიდი კინოსტუდიის პავილიონი დაიწვა, სადაც ისეთი ფილმებია გადაღებული, როგორც შეუსრულებელი მისია და ჰარტის ომია.

ამ ეტაპზე კი ბარანდოვის სტუდიაში პოპულარული ტელესერიალის რაინდთა დაცემის ისტორიულ ეპიზოდს იღებდნენ. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მისი ჩაქრობა მხოლოდ ავიაციის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

ინცინდენტის დროს სტუდიაში მსახიობები და გადამღები ჯგუფი არ იმყოფებოდა. ფილმის პროდიუსერის განცხადებით, განადგურებულია ყველა დეკორაცია, რითიც კინოპროექტმა 4 მილიონი დოლარი იზარალა.

ჯერემი რენერის განმარტებით, მომხდარმა ფილმის ეკრანიზაციის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა.

დღის ამბები