07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
თურქეთის სახმელეთო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის სახმელეთო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ქურთმა მებრძოლებმა ქალაქ ჯერაბლუსის მახლობლად ტანკების კოლონაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ასევე განადგურდა სამი ტანკიც. პარალელურად ქურთმა მებრძოლებმა სარაკეტო შეტევა თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში, დიარბაქირის აეროპორტის პოლიციის საგუშაგოზეც განახორციელეს. ტერიტორიაზე 4 ჭურვი ჩამოვარდა. იერიშსს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თურქეთის არმია სირიაში სახმელეთო ოპერაციას კვირის დასაწყისიდან ატარებს და მიზეზად სასაზღვრო რეგიონებიდან მომდინარე ტერორისტულ საფრთხეს ასახელებს.

დღის ამბები