07 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია მოლდოვის დედაქალაქში მასშტაბური არეულობით დასრულდა

მასშტაბური არეულობით დასრულდა ანტისამთავრობო აქცია მოლდოვის დედაქალაქში. ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღნიშვნის პარალელურად კიშინიოვის ქუჩებში უკმაყოფილო მოსახლეობა გამოვიდა. ისინი მოლდოვაში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდნენ, არეულობა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის ცენტრალურ მოედანთან მიახლოება სცადეს, სადაც თარიღთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეაჩერეს. 

დღის ამბები