07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა

იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 291-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. ქვეყნის კულტურის მინისტრის ცნობით, მიწისძვრამ 300-მდე კულტურული მნიშვნელობის შენობა დააზიანა, ამიტომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში საკუთარ წვლილის შეტანას იტალიის მუზეუმებიც გეგმავენ. სახელმწიფო მუზეუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით დღევანდელ შემოსავალს მთიანად მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავენ.

6 მთელი 2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონებში ოთხშაბათს გამთენიას მოხდა და რამდენიმე ისტორიული ქალაქი თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა.

დღის ამბები