07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში არალეგალები სოციალური შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ

დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მიგრანტების გასაკონტროლებლად ახალი სისტემის შემუშავებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა აიოვაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

ტრამპის თქმით, სისტემა მონიტორინგს გაუწევს ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცესს და იმ პირებს გამოავლენს, რომლებიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩებიან. დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ არალეგალები სოციალური შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

დღის ამბები