07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ მთავარ ავტომაგისტრალზე საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა კენტის საგრაფოში, ლონდონისა და ლა მანშის გვირაბის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. ნგრევა კონსტრუქციასთან სატვირთო მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.

შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ავტომობილი კი დაზიანდა. მომხდარის გამო მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც მასზე მოძრაობა, ორივე მიმართულებით, რამდენიმე საათით შეწყდა.

დღის ამბები