07 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
აშშ-ს რამდენიმე შტატში წყალდიდობაა

გადაუღებელმა წვიმებმა შეერთებულ შტატებში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ყველაზე მეტად მისურისა და ინდიანას შტატები დააზარალა. ინდიანაპოლისში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა ქუჩებიდან ავტომობილებიც გაიტაცა. მსუბუქად დაშავდა 12 ადამიანი. სტიქიის ზონაში უამინდობა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში რეგიონს რამდენიმე ტორნადოც დაატყდა თავს.

დღის ამბები