07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
იტალიაში მიწისძვრამ კულტურული მნიშვნელობის 300-მდე შენობა დააზიანა

იტალიაში მიწისძვრამ კულტურული მნიშვნელობის 300-მდე შენობა დააზიანა, ამიტომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში საკუთარ წვლილის შეტანას იტალიის მუზეუმებიც გეგმავენ.

სახელმწიფო მუზეუმები მთელი ქვეყნის მასშტაბით დღევანდელ შემოსავალს მთიანად მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადარიცხავენ.

იტალიის კულტურის მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტ ადამიანი ეწვიოს დღეს მუზეუმებს. 6,2 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონებში ოთხშაბათს გამთენიას მოხდა და რამდენიმე ისტორიული ქალაქი თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა.

 

დღის ამბები