07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
რომის პაპი იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ჩავა

რომის პაპი უახლოეს პერიოდში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს მოინახულებს. განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ქადაგების დროს გააკეთა.

პაპი ფრანცისკეს თქმით, სტიქიის ზონაში მაშინვე ჩავა, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება. პაპმა დღეს მიწისძვრის დროს დაღუპულებისთვისაც ილოცა.

სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 291 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის უცხო ქვეყნის 20-ზე მეტი მოქალაქე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები