07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ეკლესიაში ტერაქტის მოწყობის მცდელობისთვის 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ინდონეზიელმა სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ სუმატრას რეგიონში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელმაც კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმის მოწყობა სცადა.

ის ჯერ ქალაქ მედანის ტაძარში შეიჭრა და სასულიერო პირს დანით მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი ზურგჩანთაში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება სცადა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერია.

დღის ამბები