07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
თურქეთი სირიაში ოპერაციას განაგრძობს - ავიაიერიშებს 25 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის ავიაიერიშებს სირიაში 25 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმები ავიაციამ ქალაქ ჯერაბლუსის მახლობლად განახორციელა. თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, დაღუპულები ქურთი მებრძოლები არიან.

პარალელურად კი უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ თურქეთის იერიშებს სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში 35 მშვიდობიანი მოქალაქე და მხოლოდ 4 მებრძოლი ემსხვერპლა.

ოფიციალურმა ანკარამ სირიის ტერიტორიაზე დამატებით სამხედრო ძალა და ტექნიკა მას შემდეგ შეიყვანა, რაც სახმელეთო ოპერაციას პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ქურთი მებრძოლების მიერ გვიან ღამით, ტანკების კოლონაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები