07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის დრო არ დამდგარა - ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის დრო ჯერ არ დამდგარა, რადგან მოსკოვი მინსკის შეთანხმების პირობებს არ ასრულებს. ამის შესახებ ანგელა მერკელმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის საჭირო ნაბიჯებს არ დგამს.

მიუხედავად ამისა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაგრძელდეს.

დღის ამბები