07 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ე.წ. ვაიმარის სამეულის შეხვედრაზე უკრაინის კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს

უკრაინის კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს გერმანიის ქალაქ ვაიმარში საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრა ე.წ. ვაიმარის სამეულის 25 წლისთავთან დაკავშირებით შედგა.

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თქმით, უკრაინაში ბრძოლების დასრულების მიზნით, უფრო ფართომასშტაბიანი საერთაშორისო მცდელობებია საჭირო. სამეული სირიის კრიზისსაც შეეხო.

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭო, რუსეთის ჩათვლით აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მიიღონ ერთობლივი რეზოლუცია სირიის ძალადობრივი რეჟიმის დასაგმობად.

დოკუმენტის შემუშავება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სირიის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დადასტურდა.

დღის ამბები