07 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 მიაღწია. არ არის გამორიცხული ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ძლიერმა წვიმებმა მდინარე განგის ადიდება გამოიწვია, რის გამოც 200 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა თავი ჰუმანიტარული ბანაკებისთვის შეეფარებინა.

საერთო ჯამში, წყალდიდობის შედეგად ხუთი შტატი დაზარალდა.

წვიმების სეზონი ინდოეთში ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, თუმცა წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით უხვ ნალექიანი აღმოჩნდა.

დღის ამბები