07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
არგენტინაში ტყის ხანძარს ებრძვიან

არგენტინაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი ქალაქის ევაკუაცია განახორციელა. ცეცხლი 400 კილომეტრზეა მოდებული, მეხანძრეებს მის ლიკვიდაციაში ხელს ძლიერი ქარი უშლის.

შეჩერებულია ქალაქებს შორის საავტომობილო მიმოსვლა. ამ დრომდე ინფორმაცია დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ არ ვრცელდება.

არგენტინის ცენტრალურ რაიონში ცეცხლი 1 კვირის წინ ორ, ცალკეულ კერაზე გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები