07 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ დაჯგუფებებს უმკაცრესი სასჯელით ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ დაჯგუფებებს უმკაცრესი სასჯელით ემუქრება. ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მხარდამჭერთა მორიგ მრავალათასიან მიტინგზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აქვე, კიდევ ერთხელ ახსენა სიკვდილით დასჯის კანონი, რომელსაც პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, ერდოღანი მხარს აუცილებლად დაუჭერს. პარალელურად, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არაოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. 

მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ბერძენ კოლეგასთან იმ გაქცეული სამხედრო მაღალჩინოსნების გადაცემის თაობაზე ისაუბრა, რომლებმაც საბერძნეთს არშემდგარი გადატრიალების შემდეგ შეაფარეს თავი. ბერძნულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათ ბრალეულობას საბერძნეთის სასამართლო დაადგენს.

დღის ამბები