07 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ლიბიელი მებრძოლები ქალაქ სირტეს უტევენ

ლიბიელი მებრძოლები ქალაქ სირტეს უტევენ, რომელიც ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი უკანასკნელი ქალაქია. ბოლო იერიშებს ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის 34 წევრი ემსხვერპლა, ხოლო 180 დაშავდა.

ისლამური სახელმწიფო ამჟამად სირტეს ერთ-ერთ გარეუბანშია განლაგებული, თუმცა მათ წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფების ინფორმაციით, პოზიციებს ყოველდღიურად კარგავენ.

ლიბიელ მებრძოლებს მხარს ქვეყნის მთავრობა უჭერს.

დღის ამბები