07 ოქტომბერი 2024,   20:35
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ამ წუთებში ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში. ყველა ტერმინალიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი ტერიტორიაზე მომხდარი გასროლაა.

სამართალდამცველებს აეროპორტიდან აცნობეს, რომ ერთ-ერთ ტერმინალზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. თუმცა, პოლიცია სროლის ფაქტს ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს. ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზონაში უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

შეჩერებულია ავია რეისი - აკრძალულია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლაც.  

დღის ამბები