07 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
აფეთქება ბრიუსელში, პოლიციის შენობასთან - სავარაუდოდ, ორმა უცნობმა ავტოსადგომზე აფეთქება განახორციელა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბრიუსელში, პოლიციის კუთვნილი შენობის მახლობლად მომხდარი აფეთქების შესახებ. სავარაუდოდ, ორმა უცნობმა პირმა ავტოსადგომზე მანქანა გააჩერა, შემდეგ კი აფეთქება განახორციელეს.

კრიმინოლოგიის ინსტიტუტს ცეცხლი წაეკიდა. ინციდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა, რის გამოც არავინ დაშავებულა.

ამ დრომდე უცნობია აფეთქების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, ბრიუსელის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ბელგიის დედაქალაქში უსაფრთხოების მესამე დონე მოქმედებს.

დღის ამბები