07 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
დახურული აეროპორტი ლოს ანჯელესში - დაკავებულია ზოროს კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი

ლოს-ანჯელესის აეროპორტი რამდენიმე საათით დახურული იყო. მიზეზი სროლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. პოლიციამ ტერმინალებიდან მგზავრები და პერსონალი გაიყვანა. დროებით შეაჩერეს რეისების მიღებაც.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე სროლა არ მომხდარა, მაგრამ გარკვეული სახის ხმაურმა მგზავრებში პანიკა გამოიწვია. დაკავებულია საეჭვო მამაკაცი, რომელსაც ზოროს კოსტუმი ეცვა.

შემოწმებების შემდეგ აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამ დროისთვის ფრენები ჩვეულ რეჟიმში სრულდება.

დღის ამბები