07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
MTV​-ს საუკეთესო ვიდეო კლიპები - წლის ფავორიტი ბიონსე გახდა

ნიუ-იორკის Madison Square Garde-ში MTV-ს​ საუკეთესო ვიდეო კლიპები დაასახელეს. წლის ფავორიტი ბიონსე გახდა. მისი მუსიკალური კლიპი Formation წლის საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოდ აღიარეს. ვარსკვლავმა კიდევ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

მამაკაცებს შორის მთავარი ჯილდო გადასცეს კევინ ჰარისს, რიანა კი მუსიკალურ კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის მაიკლ ჯექსონის სახელობის პრიზით დააჯილდოვეს.

საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად აღიარეს დეივიდ ბოუის კლიპი Blackstar, რომელიც მუსიკოსის ბოლო ალბომშია შესული.

MTV-ს გამარჯვებულებს თაყვანისმცემლები კენჭისყრის საშუალებით ირჩევენ. წუხანდელი ცერემონია რიგით 33-ე იყო.

დღის ამბები