07 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
ბრიუსელში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 5 ეჭვმიტანილია დაპატიმრებული

ბრიუსელის კრიმინოლოგიის ინსტიტუტთან მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 5 ეჭვმიტანილია დაპატიმრებული. ინციდენტს, რომელიც გამთენიისას მოხდა, მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა დაიწვა შენობა, სადაც ლაბორატორია იყო განთავსებული.

ეჭვმიტანილებმა ღობეს მანქანა შეაჯახეს, რასაც აფეთქება, შემდეგ კი შენობაში ხანძარი მოყვა. გამოძიება ბომბის ამოქმედების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ხანძარი აალებადმა ნივთიერებებმა გამოიწვია.

სამართალდამცველების ვარაუდით, თავდამსხმელების მიზანი იმ ფაილების განადგურება იყო, რომელიც ლაბორატორიაში ინახებოდა.

დღის ამბები