07 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
თავდასხმა იემნეში - დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი

თავდასხმას იემნეში 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა ქალაქ ადენში, სამხედროების საწვრთნელ ბანაკთან ააფეთქა, რის შემდეგაც საავადმყოფოში ათობით დაშავებული გადაიყვანეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ. თავდასხმა იემენში 17 თვიანი კონფლიქტის დასრულების საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკების ახალი ეტაპის დაწყებას დაემთხვა.

სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტ მებრძოლებს შორის დაპირისპირებას, ამ პერიოდში თითქმის 7 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 2 მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა.

დღის ამბები